1. პროექტის სახელი: UNESCO-ს მემკვიდრეობის მკვლევარები
“ალავერდი”
2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები სწავლობენ იუნესკოს ქართულ მემკვიდრეობას, კერძოდ ალავერდის ტაძარს და აწყობენ ტაძრის შესწავლას ადგილზე.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან ალავერდის ისტორიას, მის როლს საქართველოს და მსოფლიოს ისტორიაში, ლიტერატურაში, არქიტექტურაში, ფერწერაში. მოსწავლეები აკეთებენ ჩანახატებს, გადაიღებენ ფოტოებს, ვიდეო მასალას, აწყობენ გასვლას კახეთში, ეცნობიან მარშრუტს თბილისიდან ალავერდის ტაძრამდე რაზედაც აკეთებენ მთელი მარშრუტის ნახაზს, სწავლობენ გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას. მოაწყობენ ფოტო მასალის, ნახატების გამოფენას და პრეზენტაცია.
4. მონაწილეთა ასაკი / კლასები : 11-17 წელი
5. ვადები ხანგრძლივობა: 2008 წლის ნოემბერი --- 2009 წლის მაისი
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში : ალავერდის ტაძრის ისტორიული მნიშვნელობის შესწავლა, გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ ინფორმაციის მოძიება. ალავერდობის ამსახველი ლიტერატურული ნაწარმოების, მხატვრული ფილმის გაცნობა და დისკუსიების წარმართვა.
7. მოსალოდნელი შედეგები: შეიქმნება ბლოგი პროექტის შესახებ, მოეწყობა ნახატების, ფოტო მასალის გამოფენა სკოლაში, მოეწყობა პეზენტაცია ალავერდის შესახებ.
8. სარგებელი სხვებისათვის: პროექტის საიტის მნახველები გაიღრმავებენ ცოდნას და შეიტყობენ საინტერესო მასალებს ალავერდის ტაძრის შესახებ.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეები გაეცნობიან ლიტერატურულ ნაწარმოებებს რომლის შემოქმედებაშიც აისახა ალავერდის ტაძარი ან ალავერდობა.
გეოგრაფიაში – განსაზღვრავენ ადგილმდებარეობას და გააკეთებენ მარშრუტს თბილისიდან ალავერდამდე.
ისტორიაში – შეისწავლიან ადგილის ისტორიას, ალავერდის რელიგიურ და კულტურულ მნიშვნელობას.
ხელოვნებაში --- გაკეთებენ ჩანახატებს და გადაიღებენ ფოტოებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებში – ინტერნეტის გამოყენება, მოსწავლეთა მოძიებული მასალების დამუშავება, პრეზენტაციების მომზადება და სხვა.
11. პროექტის ფასილიტატორის სახელი: თამარ ჩხეიძე
ქ. თბილისის გიორგი ჭყონდიდელის სახელობის 207-ე საჯარო სკოლის მუსიკისა და ინფორმატიკის მასწავლებელი.
12 პროექტის ფასილიტატორის E-mail tamriko.chkheidze55@gmail.com
პროექტის ვებ--გვერდი/ბლოგი www. unescochkheidze.blogspot.com
3 комментария:
მოგესალმებით!
ყიჩაღ, აღფრთოვანებული ვარ თქვენი ნამუშევრით და იმით , თუ რა მოკლე დროში გააკეთეთ პროექტი და ბლოგი.
თქვენს პროექტზე ბმულს აუცილებლად დავდებ იუენსკოს მემკვირდეორბის მკვლევარების მთავარ ბლოგზე, რომ მეტ ადამიანს შეეძლოს თქვენი ბლოგის დათვალიერება.
კარგი ქიენბა თუკი თქვენი კვლევის შედეგებსაც აქვე დადებთ პოსტების სახით, თქვენს ბლოგზე, მოსწავლეების ნამუშევრებსაც და მათ მონათხრობს, თუ რა ეტაპები გაიარეს ალავერდის ტაძრის კვლევის დროს.
გისურვებთ წარმატებებს, ხშირად შემოვიხედავთ ხოლმე თქვენს ბლოგში :)
საუკეთესო სურვილებით
ინგა პაიჭაძე
"იუნესკოს მემკვიდრეობის მკვლევარების " პროექტის ფასილიტატორი.
ქალბატონო თამარ, მოგესალმებით და გილოცავთ...
ძალიან მომეწონა თქვენი ბლოგი და შემოქმედებითობა. დარწმუნებული ვარ თქვენს და თქვენს ბავშვებში დადებით ემოციებს გამოიწვევდა ამ თემაზე მუშაობა...
წარმატებებს გისურვებთ!!!
ხათუნა ქუმელაშვილი
ქალბატონო თამარ! ძალიან მომეწონა თქვენი პროექტი,გილოცავთ,გისურვებთ მომავალშიც უამრავ წარმატებას თქვენს მოსწავლეებთან ერთად!
მთვარისა ლიპარტელიანი
Отправить комментарий